აშშ-ის პირველ ლედის, ჯილ ბაიდენს კორონავირუსი დაუდასტურდა. Reuters-ის ცნობით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია.
კორონავირუსის ტესტზე უარყოფითი შედეგი დაუდასტურდა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს, რომელიც რამდენიმე დღეში „დიდი ოცეულის“ სამიტზე დასასწრებად ინდოეთში, ხუთშაბათს უნდა გამგზავრებულიყო.
„პირველი ლედის COVID-19-ზე დადებითი ტესტის შემდეგ, პრეზიდენტ ბაიდენს დღეს საღამოს ჩაუტარდა COVID-ის ტესტი. პრეზიდენტის ტესტი უარყოფითი იყო. პრეზიდენტი ამ კვირაში რეგულარულად ჩაიტარებს ტესტირებას და სიმპტომებს დაკვირდება,“ - აცხადებენ თეთრ სახლში.
თეთრ სახლს ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია, შეძლებს თუ არა ჯო ბაიდენი სამიტზე დასასწრებად გამგზავრებას.