სანქტ-პეტერბურგში, სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის ოფისთან აფეთქება მოხდა - მედია

სანქტ-პეტერბურგში კრუპსკაიას ქუჩაზე სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის ოფისის შენობასთან აფეთქება მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა სავენტილაციო შახტში აფეთქდა.


შესაბამის ინფორმაციას Nexta ავრცელებს. დამატებითი დეტალები უცნობია.

განახლება: გამოცემა Fontanka წერს, რომ წინასწარი ინფორმაციით, აფეთქების ხმის წყარო მიტოვებული ბომბის თავშესაფრისკენ მიმავალ შახტში იყო. ის სამხედრო აღრიცხვის ოფისიდან 20 მეტრში მდებარეობს. ამასთან, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავებმა აღმოაჩინეს თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობის ნაწილები იპოვეს.