ზელენსკი ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიულ-ადმინისტრაციულ მოწყობას ცვლის

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა ახალ კანონს, რომლითაც ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიულ-ადმინისტრაციული მოწყობა იცვლება.

ამის შესახებ ყირიმში უკრაინის პრეზიდენტის წარმომადგენლობის პრესსამსახური იტყობინება.

„უკრაინის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა კანონს უკრაინის ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებების შეტანის შესახებ ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციული და ტერიტორიული ორგანიზაციის გარკვეული საკითხების გადაწყვეტის შესახებ," - ნათქვამია განცხადებაში.


ცვლილების მიზანია, მოამზადოს საფუძველი ყირიმის გასათავისუფლებლად.

საკანონმდებლო ცვლილების შემდეგ, სამოქალაქო და სამხედრო ადმინისტრაციების მოქმედების საზღვრები ერთმანეთს ემთხვევა, რითაც უფრო გაამარტივდება სამხედრო მოქმედებების განხორციელება ყირიმის ტერიტორიაზე.