რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან პირველად, სომხეთმა უკრაინას ჰუმანიტარული დახმარება გაუგზავნა - მედია

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან პირველად, სომხეთმა უკრაინას ჰუმანიტარული დახმარება გაუგზავნა. ამის შესახებ Radio Azatutyun-ის წყაროები იტყობინებიან. ჯერჯერობით უცნობია, რა სახის დახმარებაზეა საუბარი.


რადიო Azatutyun-ის წყაროს ცნობით, ამის შესახებ ერევანი უახლოეს მომავალში გამოაცხადებს.

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და მთავრობაში ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით, ჯერჯერობით, ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებიათ.