პოლონეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტრო 1700 სადაზვერვო თვითმფრინავს შეიძენს. შესაბამისი ხელშეკრულება ეროვნული თავდაცვის მინისტრმა, მარიუშ ბლაშჩაკმა პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ანდჯეი დუდას თანდასწრებით, პოლონეთის ქალაქ კიელცეში დაამტკიცა.
კონტრაქტები მოიცავს ლოგისტიკურ და სასწავლო პაკეტებს უპილოტო საფრენი აპარატების ოპერატორებისთვის. FlyEye-ს ტიპის მინი უპილოტო საფრენი აპარატები განკუთვნილია აერო გამოსახულების დაზვერვისთვის, რასაც უზრუნველყოფს ოპტოელექტრონული სისტემები, რომლებიც თერმული კამერით არის აღჭურვილი.