პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთის პარლამენტი ახალ კონსტიტუციაზე მუშაობას ოქტომბერში დაიწყებს. 1982 წლიდან სამხედრო გადატრიალების შემდეგ შემუშავებულ კონსტიტუციაში რამდენიმე ცვლილება განხორციელდა.
„ჩვენ მთლიანად გავათავისუფლებთ თურქეთს სახელმწიფო გადატრიალების ეპოქის კონსტიტუციისგან და განვაახლებთ ძალისხმევას ჩვენს პარტნიორებთან ერთად, რომ მივიღოთ სამოქალაქო კონსტიტუცია, რომელიც შეეფერება ჩვენს დემოკრატიას,. ეს მოხდება მაშინ, როდესაც ჩვენი პარლამენტი განაახლებს მუშაობას,“ - განაცხადა ერდოღანმა პრესკონფერენციაზე.