დონეცკის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის განცხადებით, ქალაქ კონსტანტინოვკაზე რუსეთის ძალების იერიშს სულ მცირე 16 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
„დაიბომბა ქალაქის ცენტრში მდებარე ადგილობრივი ბაზარი. წინასწარი ინფორმაციით, დაიღუპა 16 ადამიანი, დაიჭრა - 5“, - ნათქვამია განცხადებაში.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსული ჯარის მიერ ქალაქ კონსტანტნოვკაზე განხორციელებული დარტყმის ვიდეო გამოაქვეყნა და განაცცხადა, რომ საარტილერიო დარტყმა განხორციელდა.
„როცა, ვინმე ჯერ კიდევ მსოფლიოში რაიმე რუსულთან ცდილობს საქმის დაჭერას, ეს რეალობაზე თვალების დახუჭვას ნიშნავს. ბოროტებაა, არამზადულია. სრულმასშტაბიანი არაადამიანობაა. რუსი ტერორისტების არტილერიამ ახლახან 16 ადამიანი მოკლა ქალაქ კონსტანტინოვკაში, დონეცკის ოლქში. ჩვეულებრივი ბაზარი, მაღაზიები, აფთიაქი, უდანაშაულო ხალხი - ბევრი დაიჭრა. სამწუხაროდ, დაღუპულთა და დაჭრილთა რიცხვი შეიძლება, გაიზარდოს. თანავუგრძნობ ყველას, ვინც ახლობელი და ნათესავი დაკარგა! ჩვენ რუსულ ბოროტებაზე, რაც შეიძლება მალე, უნდა ვიმარჯვოთ," - აღნიშნა ზელენსკიმ.