საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი, სებასტიან ლეკორნუ აცხადებს, რომ ფრანგული კომპანია Delair-ი, რომელიც უპილოტო საფრენ აპარატებს აწარმოებს, უკრაინას 150 დრონს გადასცემს.
„Delair-ი და მისი აღმასრულებელი დირექტორი უკრაინის მხარდაჭერის მიმართ საფრანგეთის ერთგულების კონკრეტული მაგალითია,“ - წერს ლოკერნუ სოციალურ ქსელში.
სებასტიან ლეკორნუს არ დაუკონკრეტებია, დრონების რომელ მოდელებს მიიღებს უკრაინა.
პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საფრანგეთის ლიდერ ემანუელ მაკრონთან უკრაინის თავდაცვის შემდგომი პაკეტები სამ სექტემბერს განიხილა.