2024 წლის პარიზის თამაშებზე რუსი სპორტსმენების შესაძლო ყოფნის შესახებ კითხის საპასუხოდ, საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ არ შეიძლება, რომ რუსეთის დროშა აღიმართოს ოლიმპიადაზე „იმ დროს, როცა რუსეთი სჩადის სამხედრო დანაშაულებს.“
ოთხშაბათს საღამოს გამოქვეყნებულ სპორტულ გაზეთ L'Equipe-თან ინტერვიუში მაკრონმა აღნიშნა რომ მას სჯერა, ამ საკითხზე კონენსუსი არსებობს.
ამასთან, განმარტა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება რუსი და ბელორუსი სპორტსმენების ინდივიდუალურ შეჯიბრებებში მონაწილეობის მიღებაზე, დამოკიდებული იქნება საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტსა (IOC) და მის ხელმძღვანელ თომას ბახზე.
მან სპორტულ გაზეთ L'Equipe-თან ინტერვიუში დაამატა: „მე სრული ნდობა მაქვს თომას ბახის (IOC პრეზიდენტი)."
რუსეთისა და ბელორუსის სპორტსმენებს სანქციები დაემუქრათ მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში 2022 წლის თებერვალში შეიჭრა.