უკრაინის წინსვლა ხაზს უსვამს კიევის გვერდით დგომის მნიშვნელობას, NATO-ევროკავშირის თანამშრომლობა უკრაინის ომმა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახადა - სტოლტენბერგი

NATO-ს გენერალური მდივნის განცხადებით, NATO-ევროკავშირის თანამშრომლობა ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ უკრაინის ომმა ის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახადა, რადგან ეს არის ყველაზე სასტიკი ომი, რომელიც ვნახეთ, ყველაზე დიდი ომი ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის ერთად დგომას.

სტოლტენბერგმა ხაზი გაუსვა, რომ სწორედ მხარდაჭერამ მისცა უკრაინას შესაძლებლობა, დაეწყო კონტრშეტევა და ახლა მათი წინსვლა ადასტურებს ამ  მხარდჭერის გაგრელების აუცილებლობას.


„რეალობა ის არის, რომ პრეზიდენტმა პუტინმა დაუშვა სულ მცირე ორი დიდი სტრატეგიული შეცდომა: როდესაც ის შარშან უკრაინაში შეიჭრა. პირველი და უმთავრესი, რა თქმა უნდა, ის იყო, რომ მან სრულიად ვერ შეაფასა უკრაინელების შესაძლებლობები. უკრაინელი ხალხის, უკრაინის პოლიტიკური ხელმძღვანელობის და უკრაინის შეიარაღებული ძალების სიძლიერე, ერთგულება, გამბედაობა. კიდევ ერთი დიდი სტრატეგიული შეცდომა, რომელიც მან დაუშვა, ჩვენი შეუფასებლობა იყო. ჩვენი მზადყოფნა, ჩვენი ვალდებულება, მხარი დავუჭიროთ უკრაინას, დავდგეთ უკრაინის გვერდით, ეკონომიკური სანქციებით, პოლიტიკური მხარდაჭერით, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანი, სამხედრო მხარდაჭერით.

ასე რომ, კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი, ჩვენ უნდა დავუჭიროთ მხარი უკრაინას, შევინარჩუნოთ ეს მხარდაჭერა. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა ვაღიაროთ ძალა, ვალდებულება, რაც საშუალებას მისცემს ევროპარლამენტს, ევროკავშირის წევრებს, NATO-ს მოკავშირეებს, ჩვენს ინსტიტუტებს, დადგნენ უკრაინის გვერდით.


ამის აღიარება ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან ეს არის ის, რაც უნდა გაგრძელდეს. ჩვენი მხარდაჭერა დაეხმარა უკრაინელებს კონტრშეტევის დაწყებაში. უკრაინელები თანდათან მიიწევენ წინ და ეს ადასტურებს ჩვენი მხარდაჭერის მნიშვნელობას და ასევე ჩვენს შესაძლებლობებს და მზადყოფნას, გავაგრძელოთ მხარდაჭერა, რადგან ეს არის მძიმე ბრძოლა, რთული ბრძოლა, მაგრამ მათ შეძლეს რუსული ძალების თავდაცვითი ხაზების გარღვევა.

მათი შეტევა უბრალოდ ხაზს უსვამს უკრაინის გვერდით დგომის მნიშვნელობას. NATO-ს სამიტზე მთავარი გზავნილი, რა თქმა უნდა, იყო უკრაინის მხარდაჭერა. ჩვენ ასევე შევძელით პროგრესის მიღწევა უკრაინის NATO-ში გაწევრიანების გზაზე. ჩვენ ვაცნობიერებთ იმას, რაც ევროკავშირმა გააკეთა მათ კანდიდატის სტატუსის მინიჭებით. NATO-ს ვილნიუსის სამიტზე მივიღეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, რათა დავეხმაროთ უკრაინის წევრობასთან დაახლოებას. ჩვენ კიდევ ერთხელ განვაცხადეთ, რომ უკრაინა გახდება ალიანსის წევრი, მაგრამ შემდეგ დავამატეთ სამი ელემენტი, რომელიც რეალურად აახლოებს მას წევრობასთან,“ - განაცხადა სტოლტენბერგმა.