მოსკოვში სამეცნიერო-სამრეწველო საწარმოს შენობაში ხანძარია, გამოცხადდა ევაკუაცია

მოსკოვში სამეცნიერო-სამრეწველო საწარმო „სალუტის“ შენობაში ხანძარი გაჩნდა. ინფორმაციას მოსკოვის საგანგებო სამსახურები ავრცელებენ. მედიის ცნობით, ქარხანა სამხედრო მოწყობილობას აწარმოებს.

„ქარხნის შენობაში ხანძრის გაჩენის შემდეგ, თანამშრომლების ევაკუაცია განხორციელდა. ამჟამად ხანძარი ლოკალიზებულია. დაზარებულებზე ინფორმაცია არ შემოსულა“, - ნათქვამია განცხადებაში.

ზოგიერთი რუსული წყაროს წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი გაუჩნდა ლაბორატორიას, სადაც აალებადი ნატრიუმი ინახებოდა.