ევროკავშირის კარი ღიაა საქართველოსთვის - ბორელი

„ევროკავშირის კარი ღიაა საქართველოსთვის და ჩვენ გვსურს, რომ მხარი დაგიჭიროთ ამ გზაზე,“ - ეს არის პირველი განცხადება, რომელიც ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა თბილისში ვიზიტისას გააკეთა.

„საქართველო ევროკავშირის მნიშვნელოვანი პარტნიორია. ეს არის გადამწყვეტი დრო თქვენი მომავლისთვის, რადგან რამდენიმე კვირაში ევროკავშირი განიხილავს შემდგომ ნაბიჯებს ევროკავშირში საქართველოს წინსვლასთან დაკავშირებით და პირველად ისტორიაში, საქართველოზე ანგარიშს, როგორც გაფართოების პროცესში მონაწილე ქვეყნის შესახებ წარადგენს.

და ასეთ მნიშვნელოვან მომენტში მინდა, ძალიან მკაფიო ვიყო - ევროკავშირის კარი ღიაა საქართველოსთვის და ევროკავშირი ერთგულია, მხარი დაუჭიროს საქართველოს ევროკავშირის წევრობისკენ გზაზე. კარი ღიაა და გვინდა, ამ გზაზე მხარი დაგიჭიროთ.


მაგრამ ასევე უნდა ვთქვა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი ასევე სერიოზული ვალდებულებაა. კანდიდატის სტატუსი არ არის ისეთი რამ, რაზეც ქვეყნებს უფლება შეიძლება, ავტომატურად ჰქონდეთ. მას დამსახურება სჭირდება სერიოზული რეფორმებითა და ევროპული ღირებულებებისადმი ერთგულებით. გულწრფელად რომ გითხრათ, ამ მხრივ ჯერ კიდევ ბევრია სამუშაო,” - განაცხადა ბორელმა.