მედია: რუსეთში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდის დაფინანსების საქმეზე, აშშ-ის მოქალაქე დააკავეს

რუსეთის ქალაქ ორიოლის სასამართლომ ალექსეი ნავალნის ანტიკორუფციული ფონდის დაფინანსების შესახებ სისხლის სამართლის საქმეზე 36 წლის ილია სტარცევი დააკავეს.

ამის შესახებ მედია მის ახლობლებზე დაყრდნობით წერს.

რუსეთის გარდა, სტარცევს აშშ-ის მოქალაქეობა აქვს.

36 წლის სტარცევი ინგლისურის მასწავლებელია. ბავშვობაში მშობლებთან ერთად აშშ-ში ცხოვრობდა. ზრდასრულ ასაკში ის რუსეთში დაბრუნდა.


რუსეთში ანტიკორუფციული ფონდი ექსტრემისტულ ორგანიზაციად არის აღიარებული. ფონდის დონორები რამდენჯერმე მისცეს პასუხისგებაში ექსტრემისტული ორგანიზაციის დაფინანსების მუხლით.

6 სექტემბერს ფსბ-მ გაავრცელა ინფორმაცია ფონდის დაფინანსების შემთხვევაში რუსეთის სხვადასხვა ქალაქში სამი ადამიანის დაკავების შესახებ. სტარცევის გარდა, დააკავეს ანდრეი ნოვოკრეშჩენიხი კრასნოიარსკიდან და გლებ კალინიჩევი ნიჟნი ნოვგოროდიდან.