აშშ უკრაინას 190 ჯავშანმანქანას გაუგზავნის

ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას MRAP-ის კლასის გაძლიერებული ნაღმით აღჭურვილ 190 ჯავშანმანქანას გაუგზავნის. შესაბამისი ინფორმაცია უკრაინაში აშშ-ის ელჩმა, ბრიჯიტ ბრინკმა Twitter-ზე გაავრცელა.

ელჩმა აღნიშნა, რომ ეს დახმარება უკრაინის მამაც სამართალდამცავ ოფიცრებს ეკუთვნით, რათა მშვიდობიანი მოქალაქეები დაიცვან.

„ამაყი ვარ, ვიდგე სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელ ნულანდთან ჩემს კოლეგებთან ერთად იმისთვის, რომ უკრაინელ მესაზღვრეებსა და პოლიციას ჯავშანმანქანები გადავცეთ. ამან მშვიდობიანი მოქალაქეების დაცვა უნდა უზრუნველყოს, განსაკუთრებით ფრონტის ხაზთან ახლოს,“ - წერს ელჩი.


შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი უკრაინას 6 სექტემბერს ორდღიანი ვიზიტით ეწვია და ერთი მილიარდის მოცულობის დახმარების შესახებ განაცხადა. ასევე ცნობილი გახდა, რომ აშშ უკრაინას სანქცირებული რუსი ოლიგარქებისთვის ჩამორთმეულ ქონებას პირველად გადასცემს.