უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ამბობს, კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის" დამფუძნებელი, ევგენი პრიგოჟინი რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა მოკლა.
„მან მოკლა პრიგოჟინი - ყოველ შემთხვევაში, ჩვენ გვაქვს ასეთი ინფორმაცია," - განაცხადა ზელენსკიმ BBC-ის ცნობით.
მისი თქმით, უკრაინისთვის ეს უბრალოდ „ერთი ნაკლები ტერორისტია.“
ზელენსკის შეფასებით, რუსების მორალური მხარე დაცემულია, რადგან ისინი იმალებოდნენ „ვაგნერელების" უკან.
„ვფიქრობ, რომ ეს თავდაცვა, რომელიც იმალება დაქირავებული მებრძოლების, ვაგნერელების სიცოცხლის მიღმა, - დაკარგეს. ეს ჩვენთვის ნამდვილად პლუსია," - განაცხადა ზელენსკიმ.