საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი საოკუპაციო ხაზთან, ხურვალეთის სიახლოვეს იმყოფებოდა. ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ცნობით, დელეგაციას დამკვირვებლებმა მიაწოდეს ინფორმაცია საოკუპაციო ხაზის გასწვრივ უსაფრთხოების გარემოს შესახებ.
„ვესაუბრე მათ, ვისაც მოუწია საკუთარი სახლების დატოვება და მითხრეს, რომ ჩვენი მისია მათ აძლევს უსაფრთხოების შეგრძნებას.
ჩვენ არ გვაქვს ჯადოსნური ჯოხი, სასწაულებს ვერ ვახდენთ, მაგრამ პატრულირების 100 ათასი საათი ძალიან შთამბეჭდვია. ემოციურია ამ ადამიანების ცხოვრების პირობების ხილვა. ძალიან ემოციურია ამ ადამიანების მოსმენა, რომლებიც გვებნებიან, შეხედეთ ეს არის ჩემი სახლი, ჩემი მიწა არის ოკუპირებულ ტერიტორიაზე და მისი დამუშავება არ შემიძლია. ჩვენ მათ უნდა დავეხმაროთ, რითიც შეგვიძლია,“ – აღნიშნა ჯოზეფ ბორელმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით.