ზელენსკი: დღეისთვის ჩვენი ნაბიჯები უფრო სწრაფია, ვიდრე ახალი სასანქციო პაკეტები

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, კონტრშეტევა უფრო სწრაფად მიმდინარეობს, ვიდრე ახალი სანქციები მიიღება.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ იალტის ევროპული სტრატეგიის მე-18 შეხვედრის პანელურ დისკუსიაზე განაცხადა, რომ უკრაინის კონტრშეტევის დასაჩქარებლად კონკრეტული ტექნიკა არის საჭირო, კერძოდ, კი თანამედროვე ავიაგამანადგურებლები.


„ომი ნელდება. ეს არის, ამას ვაღიარებთ. რთულდება და ნელდება ყველა პროცესი: სანქციებიდან იარაღის მიწოდებამდე…

როდესაც ზოგიერთი პარტნიორი ამბობს: რა ხდება იქ კონტრშეტევასთან, როდის იქნება შემდეგი ნაბიჯი? ჩემი პასუხია: დღეისთვის ჩვენი ნაბიჯები ნამდვილად უფრო სწრაფია, ვიდრე ახალი სასანქციო პაკეტები… ყოველი გათავისუფლებული მეტრი - ეს ადამიანის სიცოცხლეა… რაც უფრო შორს, მით უფრო მეტი ადამიანი იტანჯება. როგორ მოქმედებს იარაღი? კონკრეტულად და უშუალოდ, აბსტრაქციებისა და რიტორიკის გარეშე. არის კონკრეტული იარაღის კონკრეტული გავლენა. რაც უფრო ძლიერი, შორს მოქმედია, მით უფრო სწრაფად მიმდინარეობს კონტრშეტევა, ჩვენი ტერიტორიის აღდგენა. თუ ცაში არ ვართ, მაგრამ რუსეთი არის, ციდან გვაჩერებენ. ჩვენს კონტრშეტევას აჩერებენ,” - განაცხადა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, რუსეთი უკრაინაში გასული წლის თებერვალში შეიჭრა და ამ დრომდე აწარმოებს სრულმასშტაბიან ომს. დასავლეთი რუსეთს სანქციებს უწესებს, უკრაინას კი, სამხედრო და სხვა დახმარებით უზრუნველყოფს.