გერმანიის საგარეო დაზვერვის სამსახურის თანამშრომელს და გერმანელ ბიზნესმენს რუსეთისთვის საიდუმლო დოკუმენტების სავარაუდო გადაცემაში - ღალატში წაუყენეს ბრალი. DW-ს ცნობით, ამის შესახებ გერმანიის პროკურატურამ განაცხადა.
დაზვერვის ოფიცერი დეკემბერში, ბერლინში დააკავეს, ხოლო მეორე - იანვარში დააპატიმრეს.
ფედერალური პროკურორები აცხადებენ, რომ ბრალდებულს ჰქონდა კონტაქტი რუსეთში მცხოვრებ ბიზნესმენთან, რომელიც დაკავშირებულია რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურთან.
ეს სამი პირი ერთმანეთს, სავარაუდოდ, 2022 წლის სექტემბერში შეხვდა. გამოძიებს ვერსიით, ისინი რუსეთის ეფ-ეს-ბე-სთვის გერმანიის საგარეო დაზვერვის კონფიდენციალური ინფორმაციის მიწოდების შესახებ შეთანხმდნენ.