ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა

ევროკავშირის საბჭომ სანქციების სიას კიდევ ექვსი რუსი დაამატა დროებით ოკუპირებულ ყირიმში ადამიანის უფლებების დარღვევისთვის.

უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ინფორმაცია ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში განთავსდა. სამქცირებულთა შორის არიან ФСБ-ის თანამშრომლები, პროკურორები, ყირიმელი თათრების დევნაში მონაწილე მოსამართლეები და ჟურნალისტი ვლადისლავ ესიპენკო.

„ევროკავშირი შეშფოთებულია ყირიმის ნახევარკუნძულზე ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუარესებით, განსაკუთრებით რუსეთის აგრესიული ომის კონტექსტში უკრაინის წინააღმდეგ,“ - წერია ევროკავშირის ვებგვერდზე განთავსებულ ცნობაში.