ზელენსკი პუტინთან შესაძლო მოლაპარაკებებზე: ნახეთ რაიმე კომპრომისი საქართველოსთან? მოლდოვასთან?

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ CNN-თან ინტერვიუში უპასუხა შეკითხვას რუსეთთან შესაძლო კომპრომისზე. კერძოდ, იმაზე, რომ ამის შესახებ უკრაინას რიგი ლიდერები მოუწოდებენ. გადაცემის წამყვანმა მას ბრაზილიის ლიდერის მაგალითი მოუყვანა.

„ნახეთ რაიმე კომპრომისი პუტინის მხრიდან სხვა საკითხებში? ჩეჩნეთში? საქართველოში? მოლდოვაში? მან მოახდინა ქვეყნების ოკუპაცია, გაყო ხალხი, გამოიწვია კონფლიქტი,“ - ამბობს ზელენსკი.