იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი იოშიმასა ჰაიაში უკრაინას ეწვია.
ქვეყნის საგარეო უწყების ცნობით, უკრაინაში ვიზიტის დროს საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინელ კოლეგას, დმიტრო კულებას შეხვდება და კიდევ ერთხელ დაუდასტურებს მას, რომ იაპონია რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების დაწესების კუთხით საერთაშორისო თანამეგობრობასთან თანამშრომლობას აგრძელებს.
ასევე განიხილება უკრაინის ეკონომიკური აღდგენის ხელშეწყობის ორმხრივი კონფერენციის ორგანიზებისა და ჩატარების საკითხიც.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ეს იაპონელი მინისტრის პირველი ვიზიტია ქვეყანაში. პრემიერი კიშიდა უკრაინაში მიმდინარე წლის მაისში იმყოფებოდა.