სომხეთის პრემიერ-მინისტრ, ნიკოლ ფაშინიანსა და საფრანგეთის პრეზიდენტ, ემანუელ მაკრონს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.
სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, „საუბრის დროს ლაჩინის დერეფნის დაბლოკვის შედეგად მთიან ყარაბაღში შექმნილი ჰუმანიტარული კრიზისის, მთიანი ყარაბაღის ირგვლივ აზერბაიჯანული ჯარების კონცენტრირებასა და სომხეთ-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვარზე დაძაბულობის ზრდის ტენდენციების საკითხებზე იმსჯელეს.“
ამავე წყაროს ცნობით, ფაშინიანმა პრაღასა და ბრიუსელში მიღწეული შეთანხმებებისადმი და ყველა საკითხის მოგვარებისთვის მხოლოდ დიპლომატიური საშუალებებით და კონსტრუქციულ ატმოსფეროში მიდგომებისადმი ერთგულება დაადასტურა.
„მზად ვარ, აზერბაიჯანის პრეზიდენტთან სასწრაფო მოლაპარაკებები გავმართო, რომელიც საზღვრის გასწვრივ დაძაბულობის შემცირებაზე იქნება მიმართული,“ - განაცხადა სომხეთის პრემიერმა.
თავის მხრივ, ემანუელ მაკრონმა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებისთვის მიმართული ძალისხმევის მხარდაჭერისთვის მზადყოფნა დაადასტურა.
ფაშინიანმა სატელეფონო საუბარი გერმანიის კანცლერ, ოლაფ შოლცთანაც გამართა. საუბრის დროს გერმანიის კანცლერსაც დაუდასტურა, რომ მზად არის. აზერბაიჯანის პრეზიდენტ, ილჰამ ალიევთან სასწრაფო მოლაპარაკებები გამართოს.