ნიკოლ ფაშინიანმა და ირაკლი ღარიბაშვილმა სატელეფონო საუბარი გამართეს

სომხეთის პრემიერ-მინისტრის ოფისის ცნობით, ნიკოლ ფაშინიანი მის ქართველ კოლეგას, ირაკლი ღარიბაშვილს ტელეფონით ესაუბრა.

მხარეებმა რეგიონში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

„მხარეებმა განიხილეს: მთიან ყარაბაღში შექმნილი კრიზისი, რომელიც ლაჩინის დერეფნის უკანონო ბლოკირამ გამოიწვი;, მთიანი ყარაბაღის გარშემო აზერბაიჯანული ჯარების დაგროვებისა და სომხეთ-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვარზე დაძაბულობის ზრდა,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მზადაა, რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობისთვის საჭირო ძალისხმევას მიმართოს. მხარეებმა ხაზი გაუსვეს არსებული პრობლემების მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით მოგვარების მნიშვნელობას.

„პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მზადაა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან სასწრაფო დისკუსიები გამართოს,“ -  ნათქვამია სომხეთის პრემიერ-მინისტრის ოფისის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.