უკრაინის მოკავშირეები უნდა მოემზადონ რუსეთის ფედერაციასთან ომში გრძელვადიანი დაპირისპირებისთვის, მათ შორის უკრაინის ეკონომიკის რაც შეიძლება სწრაფად აღდგენის გზით. შესაბამისი განცხადება აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ვიქტორია ნულანდმა 8-9 სექტემბერს კიევში გამართულ იალტის ევროპული სტრატეგიის ფორუმზე გააკეთა.
ნულანდის თქმით, გარდა უკრაინისთვის იარაღის მიწოდების გაძლიერებისა, ეს ნიშნავს უკრაინის ეკონომიკის აღდგენის მცდელობების გაძლიერებას და ეს უნდა მოხდეს ომის დასრულებამდე. ნულანდის თქმით, ხანგრძლივი ომის პირობებში ეს უკრაინის გამარჯვების მნიშვნელოვანი ფაქტორი ხდება.
„თუ პუტინი გაიმარჯვებს, ეს ნიშნავს, რომ ბოროტება მსოფლიოში ნორმად იქცევა. ამიტომ, ჩვენ უნდა დავეხმაროთ უკრაინას, რადგან ის სიკეთისა და დემოკრატიის მხარესაა," - განაცხადა ნულანდმა და აღნიშნა, რომ „რაც მოხდება უკრაინაში, ექნება შედეგი მთელი მსოფლიოსთვის." ნულანდის შეფასებით, აშშ-ის ძალისხმევა უნდა დაეხმაროს უკრაინას, შეამციროს ჩინეთზე დამოკიდებულება.