რუსეთს თავისი ქვედანაყოფები ფრონტის სხვა მონაკვეთებიდან სამხრეთში გადაჰყავს - ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის თანახმად, უკრაინის ქვეითი ჯარი სოფელ რაბოტინოს აღმოსავლეთით, რუსეთის პოზიციებზე ტაქტიკურ იერიშს აგრძელებს. უკრაინის შეიარაღებული ძალების თანდათან წინ მიიწევენ კლეშჩეევკისა და ანდრეევკის შორის. შესაბამის ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, გადანაწილება რუსეთის თავდაცვით ხაზებზე ინტენსიური ზეწოლის ნიშანია, განსაკუთრებით რობოტინოს გარშემო.


„როგორც ჩანს, რუსეთმა ფრონტის სხვა მონაკვეთებიდან ჯარები გადაიყვანა სამხრეთით, რათა შეცვალოს გამოფიტული ნაწილები რაბოტინოს მახლობლად,“ - წერია ბრიტანული დაზვერვის ცნობებში. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ასეთი გადაჯგუფება ზღუდავს რუსეთის არმიის შესაძლებლობას, საკუთარი შეტევითი ოპერაციები განახორციელოს ფრონტის ხაზის სხვა ნაწილებში.


ცნობისთვის, კიევში ვიზიტის დროს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ აშშ უზრუნველყოფს უკრაინას საჭირო მხარდაჭერას როგორც ახლა, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში. პენტაგონის თავდაცვის სადაზვერვო სააგენტო თვლის, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების ბოლო წარმატებები წლის ბოლომდე რუსეთის დანარჩენ თავდაცვის ხაზებში გარღვევის „რეალისტურ შესაძლებლობას" იძლევა.