უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელის შეფასებით, რუსეთის ფედერაციის ომი უკრაინის წინააღმდეგ გრძელვადიანი არ იქნება.
„არ ვიზიარებ მოსაზრებას, რომ ეს იქნება ხანგრძლივი ომი. ეს არის ჩემი პირადი აზრი, რომელიც ეფუძნება იმ მონაცემების ანალიზს, რაც გვაქვს, პირველ რიგში, მოწინააღმდეგის შესახებ," - განაცხადა კირილ ბუდანოვმა.
ბუდანოვის თქმით, რუსებს ფიზიკურად არ შეუძლიათ გრძელვადიანი ომის წარმოება.
„მაგრამ, თუ თქვენ საუბრობთ ექვს თვეზე, შვიდ თვეზე, წელიწადზე და ფიქრობთ, რომ ეს ხანგრძლივი პერიოდია, მაშინ გასაგებია, რომ მართალი იქნებით,” - განაცხადა ბუდანოვმა.