სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი სარკის ხოჰანისიანი თანამდებობიდან გაათავისუფლა.
გადაწყვეტილება მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დროებით უფროსის მოადგილე არტურ გასპარიანი უხელმძღვანელებს.
ხოჰანისიანი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად ნიკოლ ფაშინიანის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის 28 აპრილს დაინიშნა.
ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ეროვნული უსაფრთხოების სამსახურს გამოეყო და ქვეყნის პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში შევიდა.