სამხრეთ კორეულ სააგენტო Yonhap-ის წყაროების ინფორმაციით, პრეზიდენტმა იუნ სუკ იოლმა პირობა დადო, რომ მისი ქვეყანა უკრაინას ჰუმაიტარული დახმარების სახით, 2,3 მილიარდ დოლარს გადასცემს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
სამხრეთ კორეა პირველ 300 მილიონ დოლარს ჰუმანიტარული დახმარების სახით, უკრაინას 2024 წელს გადასცემს, დანარჩენს კი, კიევი გრძელვადიანი, დაბალპროცენტიანი სესხების სახით, ქვეყნის დახმარების ფონდის, ეკონომიკური განვითარების თანამშრომლობის ფონდის (EDCF) მეშვეობით მიიღებს.
შეგახსენებთ, იუნ სუკ იოლი კიევს პირველად ივლისში ეწვია და თავის უკრაინელ კოლეგას, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. Wall Street Journal-ის მიერ მაისში გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, სამხრეთ კორეა, მსოფლიოში მერვე უმსხვილესი იარაღის ექსპორტიორია.