უკრაინულმა ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში 1,5 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია გაათავისუფლეს ზაპორიჟჟის ოლქში, რობოტინის მახლობლად.
ამის შესახებ 10 სექტემბერს ტავრიის ჯარების ჯგუფების წარმომადგენელმა, ოლექსანდრ შტუპუნმა განაცხადა.
ამასთან, ტავრიის მეთაურმა, გენერალმა ალექსანდრე ტარნავსკიმ განაცხადა, რომ უკრაინელი სამხედროები გასული დღის განმავლობაში კიდევ ერთი კილომეტრით დაწინაურდნენ.
უკრაინის არმიამ რუსეთის თავდაცვის პირველი ხაზი სექტემბრის დასაწყისში გაარღვია.