ფინური მედიის ცნობით, სატელიტური ფოტომასალა ადასტურებს, რომ რუსეთმა ფინეთის საზღვართან სამხედრო ბაზების მოწყობა დაიწყო.
მას შემდეგ, რაც ფინეთი NATO-ში გაწევრიანდა, რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს ბრძანებით, ფინეთის საზღვართან შეიარაღებული ძალები ძლიერდება.
ფინეთის არმიის გადამდგარი მაიორი, მარკო ეკლუნდი ამბობს, რომ საზღვართან აგებული სამხედრო საწყობი სარემონტო მდგომარეობაშია და სავარაუდოდ, შემოდგომა-ზამთრის ნალექიან ამინდებში ტექნიკის შესანახად გამოიყენებენ.