გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი დღეს დილით, მოულოდნელი ვიზიტით უკრაინაში ჩავიდა. წერს „დოიჩე ველე".
„უკრაინა იცავს ყველა ჩვენგანის თავისუფლებას დიდი გამბედაობით და მონდომებით", - განაცხადა ბერბოკმა კიევში და ხაზი გაუსვა, რომ უკრაინას შეუძლია გერმანიის დახმარების იმედი ჰქონდეს.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი, უსაფრთხოების მიზეზების გამო, წინასწარ არ გამოცხადებულა. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ბერბოკი ქვეყანაში მეოთხედ ჩავიდა.