გერმანიის ფედერალურმა მთავრობამ Rheinmetall-ს დაავალა, რომ უკრაინას კიდევ 40 ერთეული Marder-ის ტიპის ქვეითთა საბრძოლო მანქანა მიაწოდოს. ამ შეკვეთის შემდეგ Marder-ის მანქანების ჯამური რაოდენობა, რომლებსაც Rheinmetall-ი უკრაინას გადასცემს, 80-მდე გაიზრდება. შესაბამის ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
ხსენებული ქვეითი საბრძოლო მანქანა ბუნდესვერისთვის შეიქმნა და ის დღემდე გამოიყენება გერმანული არმიის მიერ. Marder მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი სისტემაა. მანქანა არაერთხელ მოდერნიზდა და მისი საბრძოლო თვისებები გაუმჯობესდა.