ანალენა ბერბოკი: გერმანია უკრაინას დამატებით, 20 მილიონ ევროს გამოუყოფს

გერმანია უკრაინას დამატებით 20 მილიონ ევროს ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა კიევში ვიზიტისას განაცხადა, რომ აღნიშნული დახმარების შემდეგ გერმანიის მიერ უკრაინისთვის წელს აღმოჩენილი დახმარების საერთო რაოდენობა 380 მილიონ ევროს მიაღწევს.


გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ამ შემოდგომასა და ზამთარში რუსეთი კვლავ დაესხმება თავს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებს.

„რუსეთის მზაკვრული მიზანია ამ ზამთარში ხალხი ისევ შიმშილითა და სიცივით დაიხოცოს," - განაცხადა გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.