ყაზახეთის ელჩმა აზერბაიჯანში, ალიმ ბაილმა განაცხადა, რომ სამხრეთ კავკასიაში კომუნიკაციების განვითარება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პუნქტია ცენტრალური აზიისთვის.
ელჩის თქმით, აზერბაიჯანმა, საქართველომ და სომხეთმა უნდა მიაღწიონ ნაყოფიერ თანამშრომლობას: „ჩვენ მომხრე ვართ სამხრეთ კავკასიის რეგიონში საკომუნიკაციო ხაზების განბლოკვის, რათა აზერბაიჯანი, სომხეთი და საქართველო ნაყოფიერი თანამშრომლობისკენ წავიდნენ. ეს ასევე მნიშვნელოვანია ჩვენთვის და ცენტრალური აზიისთვის, რათა იყოს მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება რეგიონში. ჩვენ შეგვიძლია, ვითანამშრომლოთ და გადავიტანოთ ჩვენი ტვირთი,“ - განაცხადა ელჩმა.
მან ხაზი გაუსვა, რომ ახლა არ არის საჭირო რეგიონში ბარიერებისა და დაბრკოლებების შექმნა, არამედ, აუცილებელია რაც შეიძლება მეტი კომუნიკაციისა და მარშრუტის გახსნა.
„ცენტრალურ აზიას არ აქვს წვდომა მსოფლიო ოკეანეებზე. ამიტომ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია სატრანსპორტო და ლოგისტიკური მარშრუტების დივერსიფიკაცია. ჩვენ ვმუშაობთ შუა დერეფნის განვითარებაზე, ასევე ჩრდილოეთ-სამხრეთის მიმართულებით, ისევე როგორც აზერბაიჯანი. ვახორციელებთ ექსპორტს ჩინეთის მიმართულებით; მუშავდება გზა პაკისტანის გავლით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ყველა მარშრუტი და მათი დივერსიფიკაცია“, - განაცხადა ელჩმა.