უკრაინა და გერმანია ქარის ელექტროსადგურს ააშენებენ

უკრაინის მთავრობა და გერმანული კომპანია NOTUS Energy შეთანხმდნენ, რომ ერთობლივად ააშენებენ ქარის ელექტროსადგურს, რომელსაც შეუძლია ელექტროენერგიით უზრუნველყოს თითქმის 1000 ოჯახი.


უკრაინის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ცნობით, ყველა მხარემ ხელი მოაწერა თანამშრომლობის მემორანდუმს სამშენებლო პროექტზე 11 სექტემბერს. ეს ზონა მოიცავს 30 კილომეტრის რადიუსს ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის გარშემო, რომელიც მდებარეობს კიევიდან ჩრდილოეთით 130 კილომეტრში. ამ ზონის უმეტესობა მიტოვებული დარჩა 1986 წელს ჩერნობილის ბირთვული კატასტროფის შემდეგ.


„პროექტი მოიტანს ინვესტიციებს და ახალ სამუშაო ადგილებს, რაც ხელს შეუწყობს უკრაინის ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას, მწვანე ტექნოლოგიების განვითარებას და სახელმწიფოს გამდიდრებას,“ - აცხადებს უკრაინული მხარე.