ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ინი რუსეთში დღეს, 12 სექტემბერს ჩავიდა. Reuters-ის ცნობით, ამის შესახებ სამხრეთ კორეის სამხედროებმა რეგულარულ ბრიფინგზე განაცხადეს.
ჩრდილოეთის კორეის სახელმწიფო მედია წერს, რომ კიმ ჩენ ინი რუსეთში თავისი პირადი მატარებლით, სამხედრო მაღალჩინოსნებისა და საგარეო საქმეთა მინისტრის თანხლებით გაემგზავრა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მანამდე განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეიდან რუსეთისთვის იარაღის გადაცემა უშიშროების საბჭოს მრავალი რეზოლუციის დარღვევა იქნება. საჭიროების შემთხვევაში, აშშ ჩრდილოეთ კორეის მიმართ ახალი სანქციების დაწესებას არ გამორიცხავს.