უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა საჰაერო თავდაცვის დამატებით სისტემებს მიიღებს. ზელენსკიმ ტრადიციული ვიდეომიმართვისას აღნიშნა, რომ უკრაინა გერმანიიდან თავდაცვის მხარდაჭერის პაკეტის გასაძლიერებლად ემზადება.
მან არ დააკონკრეტა კიდევ ვისგან და საჰაერო თავდაცვის რომელ სისტემებს მიიღებს უკრაინა.
„ჩვენ ვემზადებით გერმანიიდან თავდაცვის მხარდაჭერის პაკეტის გასაძლიერებლად. საჰაერო თავდაცვა, არტილერია, ტექნიკა. ეს შეთანხმებული იყო კანცლერ შოლცთან და ასევე განიხილეს დღეს, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ბერბოკთან, რომელიც უკრაინაში იმყოფებოდა... დღეს მას კიევში შევხვდი... ჩვენ ასევე წინ მივდივართ სხვა პარტნიორებთან ერთად, განსაკუთრებით საჰაერო თავდაცვასთან დაკავშირებით. უკრაინაში დამატებითი სისტემები იქნება," - ამბობს ზელენსკი.