ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) იურიდიული და ადამიანის უფლებათა საკითხების კომიტეტის შეფასებით, რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ და მისი შედეგები ცხადყოფს, რომ დიქტატურა საფრთხეს უქმნის მეზობელი ქვეყნების ტერიტორიულ მთლიანობასა და პოლიტიკურ დამოუკიდებლობას.
კომიტეტის შეფასებით, არამხოლოდ რუსი ხალხის, არამედ ევროპისა და მთელი მსოფლიოს ინტერესებშია, რომ რუსეთში დემოკრატია აღდგეს.
კომიტეტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი მხარდაჭერა მომავალი დროებითი სისხლის სამართლის საერთაშორისო ტრიბუნალის მიმართ, რომელიც რუსეთის ხელმძღვანელობას, მათ შორის პრეზიდენტ პუტინს, პასუხის აგებინებს მათი ქმედებებისთვის.