სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური სამსახურის უფროსის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში, ცხინვალის ციხეში უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს 4 მოქალაქესთან დაკავშირებით პოზიტიურ სიახლეს მოელიდან. ამის შესახებ მან ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფარგლებში გამართული 114-ე შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიასთან განაცხადა.
„არ ვისაუბრებ დეტალებზე ახლა, მაგრამ შემიძლია, ვთქვა, რომ ახლო მომავალში გვექნება საშუალება, ოჯახებს ვამცნოთ გარკვეული პოზიტიური ამბავი მათ ბედთან დაკავშირებით,“ - განაცხადა ირაკლი ანთაძემ,
მანვე აღნიშნა, რომ შეხვედრაზე განიხილეს უკანონო ე.წ ბორდერიზაციის საკითხი, რაც ერთ-ერთი მთავარი პუნქტია ქართული მხარის დღის წესრიგში. ირაკლი ანთაძის განცხადებით, წლის განმავლობაში უკანონანო ე.წ ბორდერიზაციის 28 შემთხვევა დაფიქირდა.
„დაფიქსირდა კიდევ ერთხელ აქტიური პროტესტი და მიუღებლობა, ვინაიდან ეს პროცესი ძირეულად ლახავს ადგილობრივი მკვიდრი მოსახლეობის ფუნდამენტურ უფლებებს და ყოველდღიური რისკის ქვეშ არის მათი სიცოცხე და ჯანმრთელობა. ოპონენტის პოზიცია ცნობილია და აქ ძირეული პროგრესი არ ყოფილა,“ - განუცხადა მედიას ირაკლი ანთაძემ.
დღესვე ერგნეთში განხილივის მოსახლებისთვის სარწყავი წყლის მიწოდების საკითხი, რომელიც მანამდე ტექნიკური ჯგუფის განსახილველ საკითხთა სიაში იყო.
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მომდევნო შეხვედრა ერგნეთში პირველ ნოემებერს გაიმართება.
ინფორმაციისთვის, ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმი, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის ფორმატთან ერთად, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შეიქმნა. თანათავმჯდომარეები ევროკავშირის, ეუთოს და გაეროს სპეციალური წარმომადგენლები არიან. მასში მონაწილეობენ საქართველოს ხელისუფლების, აშშ-ის, რუსეთის და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები.
2008 წლის ომის შემდეგ ისინი დღეს 114-ედ შეიკრიბნენ.