წარმომადგენელთა პალატა ჯო ბაიდენის შესაძლო იმპიჩმენტის საკითხზე მოკვლევას იწყებს

წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელმა კევინ მაკკარტიმ განაცხადა, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა ჯო ბაიდენის იმპიჩმენტის საკითხზე მოკვლევას იწყებს. 

სპიკერის თქმით, მოკვლევა “ძალაუფლების ბოროტად გამოყენების, ხელის შეშლისა და კორუფციის ბრალდებებზე” ფოკუსირდება.


რესპუბლიკური პარტია აშშ-ის პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე შესაბამის პროცედურას იანვრიდან აწარმოებს, მას შემდეგ რაც წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობა მოიპოვეს.

მედია წერს, რომ პროცედურის დაწყება ბაიდენის შვილს უკავშირდება. ამასთან, მოსმენებზე ბაიდენის უკანონო ქცევის კონკრეტული მტკიცებულებები ნაპოვნი არ არის.

ამავდროულად, აღმოჩენილია პრეზიდენტის ვაჟის, ჰანტერ ბაიდენის საქმიანი ურთიერთობები, რომლებიც „რესპუბლიკელების“ თქმით, საეჭვოა. მათივე შეფასებით, პრეზიდენტმა მისი შვილის საქმიანობის შესახებ იცოდა. მაკკარტის თქმით, პრეზიდენტის საქციელთან დაკავშირებით „სერიოზული და სანდო” ბრალდებები არსებობს.

„ერთად აღებული, ეს ბრალდებები კორუფციის კულტურის სურათს ხატავენ,” - განაცხადა მაკკარტიმ.