რუსეთში, ვოლგოგრადის ოლქში სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა

ტაქტიკური ბომბდამშენი SU-24М რუსეთის ვოლგოგრადის რეგიონში ჩამოვარდა. ამის შესახებ ტელეგრამ არხი „ბაზა“ იტყობინება.

წინასწარი ინფორმაციით, ბომბდამშენს ბორტზე ორი პილოტი იმყოფებოდა. უცნობია, არიან თუ არა ისინი ცოცხლები. კატასტროფის გამომწვევ მიზეზებს იძიებენ.


გავრცელებული ინფორმაციით, თვითმფრინავი სასწავლო ფრენის დროს ჩამოვარდა. თავდაცვის სამინისტრომ საწვრთნელი ფრენის დროს კატასტროფა დაადასტურა. სამძებრო-სამაშველო მისიას მი-8 ტიპის ვერტმფრენები ასრულებენ.