უკრაინამ ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენისა და დაცვისთვის, პარტნიორებისგან $2,3 მილიარდი მიიღო - შმიგალი

უკრაინამ საერთაშორისო პარტნიორებისგან 2,3 მილიარდი დოლარი უკვე მიიღო ქვეყნის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენისა და დაცვის მიზნით.

ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა განაცხადა.


მან პარტნიორებს გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. შმიგალმა ასევე განაცხადა, რომ სერიოზული და სისტემატური მუშაობა მიმდინარეობს სტრატეგიული ენერგეტიკული ობიექტების დასაცავად.

„ჩვენ ვაკეთებთ ისეთ პროექტებს, რომლებიც მსოფლიოში არავის გაუკეთებია. სამუშაოს კვირებს ვანდომებთ. მანამდე ამას თვეები ან წლები სჭირდებოდა. მადლობას ვუხდი ჩვენს ენერგეტიკოსებს და მშენებლებს ამ არაჩვეულებრივი სამუშაოსთვის,“ - განაცხადა შმიგალმა.