პუტინი და კიმ ჩენ ინი ერთმანეთს კოსმოდრომზე შეხვდნენ

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინს შორის ამურის ოლქში, კოსმოდრომ „ვოსტოჩნიზე“ მოკლე საუბარი შედგა.

რუსული მედიის ცნობით, ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა მადლობა გადაუხადა პუტინს რუსეთში მიწვევისთვის.

„გმადლობთ, რომ მოგვიწვიეთ, მიუხედავად თქვენი დატვირთული გრაფიკისა,“ – განაცხადა კიმ ჩენ ინმა შეხვედრისას.

პუტინი კოსმოდრომზე პრიმორიედან ჩაფრინდა, სადაც აღმოსავლეთის ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.


რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთი ჩრდილოეთ კორეას საკუთარი კოსმოსური თანამგზავრების აგებაში დაეხმარება.

კითხვას: „დაეხმარება თუ არა რუსეთი ჩრდილოეთ კორეას საკუთარი თანამგზავრების აგებაში", პუტინმა უპასუხა: „სწორედ ამიტომ მოვედით აქ. კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის ლიდერი დიდ ინტერესს იჩენს სარაკეტო ტექნოლოგიების მიმართ, ისინი ცდილობენ განავითარონ კოსმოსი. ჩვენ მათ ჩვენს ახალ ობიექტებს ვაჩვენებთ".

განიხილება თუ არა მოლაპარაკებებზე სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობა. „ყველა საკითხზე აუჩქარებლად ვისაუბრებთ. დრო არის,“ - უპასუხა პუტინმა.