ანექსირებულ სევასტოპოლში აფეთქებები იყო

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 10 ფრთოსანი რაკეტით შეუტიეს სევასტოპოლში მდებარე სერგო ორჯონიკიძის სახელობის ქარხანას, სადაც გემებს არემონტებენ.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვის საშუალებებით 7 რაკეტა ჩამოაგდეს, დანარჩენი რაკეტების დარტყმის შედეგად კი, ქარხანაში სარემონტოდ მყოფი 2 გემი დაზიანდა.

უწყების განცხადებით, გასულ ღამით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის გემებს შეუტიეს 3 უეკიპაჟო კატერით და სამივე გაანადგურა საპატრულო გემმა „ვასილი ბიკოვმა“. ეს ინფორმაცია სხვა წყაროებით არ არის დადასტურებული.


ე.წ. გუბერნატორი ირწმუნებოდა, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემამ იმუშავა. სევასტოპოლის საზღვაო ქარხანაში, რომელიც დღესაც სერგო ორჯონიკიძის სახელობისაა, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის გემებს აშენებენ და არემონტებენ.

სევასტოპოლზე შეტევის შესახებ ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია უთქვამს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს.