ჩრდილოეთ კორეამ ქვეყნის აღმოსავლეთ სანაპიროს წყლებში ორი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა.
CNN სამხრეთ კორეისა და იაპონიის ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ რაკეტების გაშვება რამდენიმე წუთის ინტერვალით განხორციელდა.
როგორც ამერიკული ტელეარხი წერს, ბალისტიკური რაკეტების გაშვება სამხრეთ კორეისა და რუსეთის ფედერაციის მეთაურების შორის მოლაპარაკებების დაწყებამდე განხორციელდა, რომლებსაც ორივე ლიდერი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, რადგან ორივე მსოფლიო არენაზე სულ უფრო და უფრო იზოლირებული ხდება.