ტაივანის შეიარაღებული ძალები შეერთებულ შტატებთან განიხილავს თავდასხმის დრონების მიწოდების საკითხს. ამის შესახებ ტაივანის შეიარაღებული ძალების სტრატეგიული დაგეგმვისა და მშენებლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, გენერალ-მაიორი ქსუნ შენჯუნი მედიასთან აცხადებს. მისი განმარტებით, შესაძლო შეთანხმება ჯერ განხილვის ეტაპზეა და დეტალებზე ვერ ისაუბრებს.
„ამერიკულ მხარეს ჯერ არ დაუსრულებია გადახდის პროცედურა, არ დაუსრულებია შეტყობინების ეტაპი კონგრესისთვის, არ გამოუქვეყნებია საჯარო მონაცემები,“ - განაცხადა ქსუნ შენჯუნმა.