ევროკავშირის საბჭომ მომდევნო ექვსი თვით, 2024 წლის 15 მარტამდე გაახანგრძლივა სანქციები იმ პირების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის შელახვაზე ან მისთვის საფრთხის შექმნაზე.
ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ პრესრელიზშია ნათქვამი.
სანქციები ითვალისწინებს ფიზიკური პირების მოგზაურობის შეზღუდვას, აქტივების გაყინვას და ჩამოთვლილი ფიზიკური პირებისა და სუბიექტებისთვის სახსრების ან სხვა ეკონომიკური რესურსების ხელმისაწვდომობის აკრძალვას.
სანქციები გაგრძელდება მთლიანობაში თითქმის 1800 ფიზიკური პირისა და სუბიექტის წინააღმდეგ.