მედია: უკრაინულმა დრონმა რუსეთის საწვავის მწარმოებელ ქარხანაზე იერიში მიიტანა

ტვერის ოლქში უკრაინული დრონი თავს დაესხა რუსულ ქარხანას, რომელიც სარაკეტო საწვავს აწარმოებს. რეგიონული ხელისუფლების განცხადებით, უპილოტო საფრენი აპარატი კონაკოვოს რაიონში ჩამოაგდეს.

რუსული ტელეგრამ არხები კი წერენ, რომ უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევები დაეცა Redkinsky-ის საპილოტე ქარხნის ტერიტორიაზე, რომელიც ავიაციისა და რაკეტებისთვის საწვავს აწარმოებს.


ვარაუდობენ, რომ Spetsneftprodukt-ის მიერ იჯარით აღებული საწყობის ტერიტორიაზე დაზიანებულია ცარიელი ავზი და ჩამსხვრეულია მინები, ხანძარი ან საწვავის დაღვრა არ მომხდარა.

ამავდროულად, „РБК-უკრაინის“ წყარომ მთავარ სადაზვერვო სამმართველოში წარმატებული თავდასხმის შესახებ განაცხადა.

„დღეს ასევე იყო დარტყმა რედკინსკის საპილოტე ქარხანაზე ტვერის რეგიონში. იქ იწარმოება საავიაციო საწვავი დეცილენი. ეს იყო უპილოტო საფრენი აპარატის შეტევა. არის დარტყმა და არის განადგურება,“ - განაცხადა სააგენტოს წყარომ.

ცნობისთვის, 13 სექტემბრის ღამით, უკრაინამ ანექსირებულ სევასტოპოლზე სარაკეტო და საზღვაო დრონებით თავდასხმა განახორციელა. თავდასხმის შედეგად დაზიანდა დიზელ-ელექტრო წყალქვეშა ნავი „დონის როსტოვი“ და დიდი სადესანტო გემი „მინსკი“.