რუსეთი ამტკიცებს, რომ შავი ზღვის ფლოტის საპატრულო გემ „სერგეი კოტოვზე“ უკრაინელების თავდასხმა აღკვეთა .
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, დღეს, დილის 5 საათისთვის უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შავი ზღვის აკვატორიაში 5 უეკიპაჟო კატერით სცადეს „სერგეი კოტოვზე“ შეტევა. სამინისტროს მტკიცებით, გემის „საშტატო შეიარაღებიდან“ ხუთივე კატერი გაანადგურეს. სხვა წყაროებით ეს ცნობები დადასტურებული არ არის
„14 სექტემბერს, დაახლოებით 05:00 საათზე, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შავ ზღვაში ზღვის ფლოტის საპატრულო გემ „სერგეი კოტოვზე“ ხუთი უპილოტო კატერით თავდასხმა სცადეს, თავდასხმის მოგერიებისას მოწინააღმდეგის ხუთივე უპილოტო კატერი განადგურდა,” - აცხადებენ უწყებაში.
დღეს დილით ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოკუპირებულ ევპატორიაში აფეთქებების ხმები ისმოდა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დაახლოებით, 05:30 საათზე, რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ყირიმის თავზე 11 უკრაინული დრონი გაანადგურეს.