CNN: პენტაგონი უკრაინაში ქმნის ახალ გუნდს, რომელიც აშშ-ის უსაფრთხოების დახმარებას მონიტორინგს გაუწევს

პენტაგონი უკრაინაში აყალიბებს ახალ ჯგუფს, რომელიც აშშ-ის უსაფრთხოების დახმარებას მონიტორინგს გაუწევს.

თავდაცვის დეპარტამენტის გენერალურმა ინსპექტორმა განაცხადა, რომ აშშ-ის წარმომადგენელმა უკრაინაში მუშაობა აგვისტოს ბოლოს დაიწყო და უკრაინაში დამატებითი პერსონალი სავარაუდოდ, სექტემბრის ბოლოს ჩავა.


CNN წერს, რომ აშშ-ში სულ უფრო მეტი რესპუბლიკელი კანონმდებელი მოითხოვს უკრაინის მიერ ამ დახმარების გამოყენებაზე კონტროლის გაძლიერებას. ახალი გუნდის შექმნა კი უკრაინის დახმარებისთვის კრიტიკულ დროს ხდება. ბაიდენის ადმინისტრაციამ ახლახან კონგრესს სთხოვა 24 მილიარდი დოლარის მეტი დახმარება კიევისთვის, მათ შორის 13 მილიარდი აშშ დოლარი უსაფრთხოებისთვის, რადგან პრეზიდენტმა და ადმინისტრაციის სხვა მაღალჩინოსნებმა პირობა დადეს, რომ გააგრძელებენ აშშ-ის დახმარებას „ვიდრე ეს  კიევს დასჭირდება“.


პენტაგონის ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, 2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის სექტემბრის პირველი კვირის ჩათვლით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას 43,7 მილიარდ დოლარზე მეტის მოცულობის უსაფრთხოების დახმარება გადასცა.